შიდა ქართლში 10-ზე მეტი ჰესის მშენებლობა იგეგმება-შეფასებები მოსალოდნელ საფრთხეებზე. წყარო: ქართლოსი NEWS "ქართული მედია-ჯგუფი"

საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა და მისი ზემოქმედება საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. ახალი ენერგეტიკული პროექტების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ეს საკითხები განიხილეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” წევრებმა გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას,შეხვედრა ქართული ,,მედია-ჯგუფის მხარდაჭერით” შედგა.