შუახევის ჰესი და სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში. წყარო: ლიბერალი

შუახევი, სოფელი მახალაკიძეები. შუახევის ჰესის პროექტის ფარგლებში სოფელში მდ. ჩირუხისწყალზე გვირაბი გაჰყავთ. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ პროექტით გათვალისწინებულ გვირაბს მიმართულება შეუცვალეს და ახლა ის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გასწვრივ, მეწყერსაშიში ქედის შიგნით გადის.