ცდოს მკვიდრთა პროტესტი ელექტრობოძების გამო. წყარო: რადიო თავისუფლება

სოფელ ცდოს მოსახლეობა აპროტესტებს სოფელში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას. მათ 20 აპრილს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართეს. მოსახლეობა მოითხოვს დროებით შეჩერდეს დარიალ-სტეფანწმინდის გადამცემი ხაზის იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ცდოში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას მიეცეს სასამართლოში სამართლებრივი დავის საშუალება. მათ საპასუხოდ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპრომისი არ იქნება და ცდოს მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობენ.