ცეცხლსა და წყალს შორის. წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოში ხანძრები გრძელდება. ამჯერად ტყე კახეთში, თუშეთსა და ყაზბეგის რაიონში იწვის. ხანძრების ჩასაქრობად მეხანძრეები და ვერტმფრენები მუშაობენ. ამასთან, მეწყრული პროცესები განვითარდა სვანეთშიც. მეწყერი ჩამოწვა სოფელ მულახში, ასევე სოფლების – მაზერისა და ჭოხულდის თავზე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეწყერი უჩვეულოდ დიდია და, ძლიერი წვიმის შემთხვევაში, საფრთხეს წარმოადგენს.