ცხოვრება ნაგავსაყრელთან. წყარო: ლიბერალი

16 წლის მარიამს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აქვს. დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ თავი ერთი წლის წინ იჩინა. მარიამმა ქიმიოთერაპიის სულ 6 კურსი უნდა ჩაიტაროს. 18-დღიანი პროცედურების შემდეგ, 12 დღე სახლში უწევს ყოფნა. სკოლას უკვე 1 წელია აცდენს, ამიტომ მარიამის დედამ განათლების სამინისტროს წერილით მიმართა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, კლინიკაში ყოფნის დროს მასთან სკოლის მასწავლებლები დადიან. წლის ბოლოს კი გოგონა გამოცდებს ჩააბარებს და ავტომატურად მეთორმეტე კლასში გადავა.