ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული სამუშაოები ტყის ხანძრების წინააღმდეგ – ირაკლი მაჭარაშვილი. წყარო: ნეტგაზეთი

“მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი “ნეტგაზეთთან”  საუბრისას ამბობს, რომ გვალვიანი პერიოდი განსაკუთრებით საშიშია ტყის ხანძრების წარმოშობისთვის და ადამიანებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.