წიაღის შესახებ კანონი – საკონსტიტუციო სასამართლო "მწვანე ალტერნატივას" სარჩელს განიხილავს. წყარო: ტელეკომპანია რუსთავი2

საკონსტიტუციო სასამართლო მწვანე ალტერნატივას სარჩელს განიხილავს, რომელშიც მოითხოვენ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს წიაღის შესახებ კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც წიაღისეულის მარაგის, შემადგენლობისა და მოპოვების შესახებ ინფორმაცია დახურული ხდება, როგორც კი მისი მოპოვების შესახებ კომპანია ლიცენზიას მოიპოვებს.