წყალი გაძვირდა – მთავრობამ ნატვრა აისრულა. წყარო: Presa.ge

სემეკმა თბილისელებს წყალი 3,15 ლარამდე გაუძვირა. მეორე საკითხია რამდენად იყო ეს სემეკის გადაწყვეტილება, ვინაიდან გავლენიანი ქართველების მიერ შექმნილ „შვეიცარულ“ კომპანია „მულტიპლექს სოლოუშენს“ („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დამფუძნებელი), როგორც ჩანს, მთავრობაში ახლაც ძლიერი მფარველები ჰყავს. სემეკი კი, რაც მთავრობას სურს, სიტყვის შეუბრუნებლად იმას აკეთებს.