წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების გასაიდუმლოებული დოკუმენტები. წყარო: ნეტგაზეთი

2010 წლის 9 ივლისს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” სარჩელი, რომელიც ეხებოდა  შპს “რუსთავწყალკანალის,” შპს “მცხეთაწყალკანალის,” შპს “საქწყალკანალის”, შპს “თბილისის წყლის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებით განმარტებასა და ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდებას. ეს განმარტებები და ცვლილებები საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 22 დეკემბერს მიიღო.