ხათუნა გოგალაძე – რა გაახურეს საქმე ამ დარიალიჰესით. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

მოკლედ რომ შეგახსენოთ, დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის ‐ 90%‐ის მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზეზით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს დაცული ტერიტორიის სტატუსი მოეხსნა