ხდის ხეობას საფრთხე ემუქრება. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგში, ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა „წითელ წიგნში“ შეტანილ ბუნების ძეგლს – ხდის ხეობას, ასევე მის ფლორას და ფაუნას საფრთხეს უქმნის. დასკვნის ავტორი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაა“. ორგანიზაცია მდინარე ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა) ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის შეჩერებას ითხოვს