ხდის ხეობის მაქსიმალურად დაკნინებული ბიომრავალფეროვნება. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ყაზბეგში, ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობით, გარემოს დეგრადაციის ხარჯზე, სარგებელს მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი კომპანია მიიღებს. „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, „ყაზბეგი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი ანგარიში წინა ანგარიშისგან, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომაც დაიწუნა, არაფრით განსხვავდება.