ხეების ჭრის დარეგულირებისთვის პარლამენტს „მწვანე ალტერნატივამ" და „პარტიზანებმაც“ მიმართა. წყარო: ლიბერალი

„მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს და მოითხოვს, განხორციელდეს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, იმ მიზნით, რომ დარეგულირდეს დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და შესაბამისად, ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.