„ხელედულა 3 ჰესი”-ს გზშ-ს ანგარიში უხეშად არღვევს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებს – საია და „მწვანე ალტერნატივა“. წყარო: lentekhi.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად მინისტრ ლევან დავითაშვილის „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართეს.