ხელისუფლებამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – არასამთავრობოები. წყარო: ლაივპრესი

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე.