ხელისუფლების სპონსორი „მადნეული“ გარემოს „ისტორიულად აბინძურებს“. წყარო: humanrights.ge 

გარემოს დამცველები წლებია, საუბრობენ საწარმო „მადნეულის“ ნარჩენებით ბოლნისის მდინარეების – კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებაზე. ერთ-ერთი ბოლო სერიოზული დაბინძურება მათი და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 2010 წლის მაისის-ივნისში მოხდა.