ხუდონჰესის აგება სვანეთში მიკროკლიმატს შეცვლის? წყარო: კომერსანტი

საქართველოში ისევ დაიწყო კამათი მდინარე ენგურზე ასაშენებელი კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის – ხუდონჰესის – მშენებლობასთან დაკავშირებით. საუბარია 650 მეგავატის სიმძლავრის ჰესზე, რომლის მშენებლობაზეც, წინასწარი ინფორმაციით, მილიარდი დოლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელებას კვლავ ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები.