ხუდონჰესის დაკონსერვება ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება. წყარო: გურია News

იმ შემთხვევაში, თუ ხუდონჰესი არ აშენდება, სახელმწიფოს უკვე შესრულებული სამუშაოების დაკონსერვება მოუწევს, რაც დაახლოებით, ნახევარ მილიარდი დაჯდება, _ აღნიშნავს "საქჰიდროპროექტის" დირექტორი ანზორ ჭითანავა. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება და გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს. ამასთან, მათი აზრით, ხუდონჰესის საკითხის თვითნებური გადაწყვეტის შემთხვევაში "ოცნების"მმართველობა დიქტატორულს დაემსგავსება