ხუდონჰესის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიდება. წყარო: ბიზნესპრესნიუსი

”მწვანე ალტერნატივა” მთავრობას მოუწოდებს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმოს. ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”ტრანს ელექტრიკას” არც ოფისი გააჩნია და არც საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია.