ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება ისევ გადაიდო. წყარო: ამერიკის ხმა

კომპანია „ტრანს ელექტრიკამ“ (http://transelectrica.com/), რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული,  გაურკვეველი ვადით გადადო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. 18 დეკემბერს ასეთი განხილვა სოფელ ხაიშში იყო დაგეგმილი. ხუდონის კასკადის მშენებლობის შემთხვევაში  ამ სოფელს დატბორვა ემუქრება. 20 დეკემბერს კი საჯარო განხილვა უკვე თბილისში უნდა მომხდარიყო.