ხუდონჰესი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე? წყარო: ლიბერალი

მთავრობის 2009 წლის დადგენილებაში შესული ცვლილებები გარკვეული ტიპის მშენებლობებისთვის ნებართვის აღებას ამარტივებს. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში ცვლილები 4 აპრილს გამოქვეყნდა.