ხუდონჰესი და სვანეთი ერთმანეთის პირისპირ. წყარო: რადიო თავისუფლება

ხუდონჰესი და ადამიანის უფლებები – ეს იყო მესტიაში ჩატარებული კონფერენციის ძირითადი გზავნილი. კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა და მას სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. გამომსვლელები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ხუდონჰესის აშენებამ.