ხუდონჰესი საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ცენტრში ექცევა. წყარო: რადიო თავისუფლება 

გარემოს დაცვის სამინისტროს მოწვევით, ნიდერლანდელი ექსპერტები თვე-ნახევრის განმავლობაში სწავლობდნენ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე ჩატარებულ გამოკვლევას – გამოკვლევას, რომელიც, პროექტის განმახორციელებელი კომპანია ”ტრანსელექტრიკა ჯორჯიას” დაკვეთით, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა (CENN) შექმნა.