ხუდონჰესი _ ქართული ენერგეტიკის დიდი კითხვის ნიშანი. წყარო: გურიანიუსი

ენერგოკომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" სვანეთში, მდინარე ხუდონზე, 702-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს.  იგეგმება, დაახლოებით, 200-მდე ოჯახის განსახლება ხაიშის, გაღმა ხაიშის, ლუხის, ქვედა წვირმინდის, ლაჯრას, ტობარის და ლალხორალის დასახლებული პუნქტებიდან, ჰესის ზემოქმედების ქვეშ ექცევა სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია და საფლავები.