ხუდონჰესს უჩინარი და უცნობი ინდოელები ააშენებენ. წყარო: გაზეთი რეზონანსი

"ხუდონჰესს" ბრიტანელი ინდოელები ააშენებენ. ენერგეტიკის სამინისტროს ჰესის მშენებლობის უფლება, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული – "ტრანსელექტრიკისთვის" 2007 წელს პირდაპირ გადაუცია. არც ტენდერი ან კონკურსი, აუქციონი, ან ამის მსგავსი არაფერი ჩატარებულა. უფრო მეტიც, საზოგადოებისთვის ეს თემა სრულიად უცნობია, ასევე უცნობია პარლამენტარებისთვისაც.