ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ. წყარო: რადიო თავისუფლება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა 2015 წლის გამოკვლევის შედეგები, რამაც ნათელი გახადა თბილისსა და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, მართალია, ჰაერის დაბინძურების ხარისხი კრიტიკულ ზღვართან არ არის მიახლოებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა მძიმე არ არის. სად გამოვლინდა ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და რა ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას გარემოს დამცველები?