ჰესების დილემა – ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, თუ საფრთხე ეკოლოგიისთვის?. წყარო: ინტერნეტ გამოცემა Newpress.ge 

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ერთ-ერთი მწვავე დისკუსიის საგანს წარმოადგენს. ენერგეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება უნდა მოხდეს, გარემოსდამცველები აქცენტს მდგრად ენერგეტიკაზე აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ  გარემოზე ზემოქმედება დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას.