ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დისკუსია გაიმართა. წყარო: ტელეარხი 25

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიაში მდინარე ჭოროხზე კირნათი ჰესის მშენებლობისა და გარემოზე მისი ზემოქმედების რისკების საკითხი განიხილეს. მშენებლობის ნებართვა ,,აჭარა ენერჯი 2007”-მა თებერვალში მიიღო, თუმცა მოგვიანებით, კომპანიამ ხელისუფლებას კაშხლის სიმაღლის 4 მეტრით ამაღლების მოთხოვნით მიმართა, გარემოს დაცვის სამმართველომ კი პასუხად მათ 57 პუნქტიანი შენიშვნები გაუგზავნა, რომელზეც პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში კომპანია ნებართვას ვერ მიიღებს.