ჰესების მშენებლობა საქართველოში. წყარო: მედია-კავშირი ობიექტივი

საქართველოში კიდევ 3 ჰესის მშენებლობა იწყება. პროექტისთვის, თურქული კომპანია ოთხმოცდაათ მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს.  შესაბამისი მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას შორის, დღეს გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას  ვალდებულება ეკისრება, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის, ანუ ზამთრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს.