ჰესების მშენებლობა. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი

სვანეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოსახლეობა ამჯერად მესტია-ჭალაჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. გეგმის მიხედვით, 50-მეგავატიანი ჰესის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ ენერგეტიკული ობიექტი ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს და ღვარცოფულ პროცესებს გაააქტიურებს.