ჰესები ყაზბეგში, შპს "ფერი" და ელიტური კორუფცია ენერგო-სექტორში. წყარო: ლიბერალი

„ნადირობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველებზე“, „მადნეული კანონზე მაღლა“,  „ენერგო-პროექტები და კორუფცია საქართველოში“ – ამ სამი კვლევის მიხედვით, "მწვანე ალტერნატივა" საზოგადოებას მიუთითებს თუ რა მექანიზმებით ხდებოდა რამდენიმე კონკრეტული კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება ისე, რომ კანონდარღვევები და ვალდებულებების შეუსრულებლობა სანქციებისა და გამოძიების საგანიც არ ხდებოდა. სახელმწიფო სტრუქტურები კი თითქმის ერთხმად და კითხვების გარეშე აკმაყოფილებდნენ კომპანიის მოთხოვნებს.