ჰიდროპროექტების მოსალოდნელი გავლენა შავ ზღვაზე. წყარო: ნეტგაზეთი

ჭოროხსა და აჭარისწყალზე დაგეგმილი ჰიდროპროექტების განხორციელებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 
მდინარეებიდან ისედაც შემცირებული ოდენობის ნატანის ზღვაში ჩატანა საბოლოოდ შეწყდება. აჭარის მთავრობას კი მოუწევს სანაპიროს ხელოვნური გამაგრებისთვის ინერტული მასალების შეტანის ღონისძიება კვლავაც დააფინანსოს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება.