10 ჰესი ყაზბეგში – „თუ არ აშენდება, 90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება“, – მინისტრის მრჩეველი. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 3 მშენებარე ჰესის გარდა, კიდევ 7 ახალი ჰესის აშენება იგეგმება. „მწვანე ალტერნატივას“ პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ჰესების მშენებლობა გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს, ერთ რაიონში ამდენი ჰესის მშენებლობის დაგეგმვა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ენერგეტიკის მინისტრის უფროსმა მრჩეველმა ეკა ჟვანიამ კი მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ყაზბეგის რაიონი ჰესების ასაშენებლად ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილია და იმ შემთხვევაში, თუ ჰესები არ აშენდება, რამდენიმე წელში საქართველოში 90–იანი წლების სიბნელე დაბრუნდება.