2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება. წყარო: EUGeorgia

ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, თუმცა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.  მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები უნდა შეასრულოს, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.