271 წართმეული საჩუქარი. წყარო: For.ge

დღეს არასამთვრობოთა კოალიცია საკურორტო ზონაში – აჭარასა და სვანეთში – საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას კვლევის შედეგებს გააცნობენ. სხვა ექსპროპრიაციებს შორის, ანგარიშში საუბარია გონიოში 271 მოქალაქისათვის 2007-2010 წლებში საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე.