NGO-ების მიმართვა მთავრობას ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. წყარო: ნეტგაზეთი

არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და გარემოს დაცვა)  შესრულების მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს, მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ 2018 წლის 15  ნოემბრის ანგარიშს.