NGO-ები პარლამენტს: არ დაუშვათ დაცულ ტერიტორიაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. წყარო: ლიბერალი

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 12 თებერვალს 13:00 საათზეა დაგეგმილი.