NGO-ები საყდრისი-ყაჩაღიანზე მიღებული ბრძანებების გამოქვეყნებას ითხოვენ. წყარო: ტაბულა

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებენ, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული ბრძანებები და თანმდევი დოკუმენტები.