NGO-ები ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვისკენ მოუწოდებენ. წყარო: ნეტგაზეთი

22 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საარჩევნო სისტემის ცვლილებების განხილვას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ხელისფლების გადაწყვეტილება, 2020 წლის არჩევნები არ ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.