საქართველოს ბიომრავალფეროვნება ხასიათდება ერთის მხრივ დიდი სახეობრივი მრავალფეროვნებით, ენდემიზმის მაღალი დონით და გლობალური მნიშვნელობის მქონე ეკოსისტემებით, ხოლო მეორეს მხრივ – ეს ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტერიტორია შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 36 ცხელი წერტილიდან (ტერიტორიები, რომლებიც გამოირჩევიან უმდიდრესი, მაგრამ სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ბიომრავალფეროვნებით) ორი მათგანის – კავკასიისა და ირან-ანატოლიის შემადგენლობაში. ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედ ძირითად საფრთხეებს, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც წარმოადგენენ ჰაბიტატების განადგურება, დეგრადაცია და ფრაგმენტაცია (გარემოს დაბინძურების ჩათვლით), ჭარბი მოპოვება, უცხო სახეობების გავრცელება და კლიმატის ცვლილება..

წლების განმავლობაში  საქართველოში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას ხელი 06-შეუწყო მაკონტროლებელი უწყებების შესუსტება/გაუქმებამ, კორუფციამ, მოსახლეობის სიღარიბემ, კანონის აღსრულების დაბალმა დონემ. ხშირად, ყველა ეს მიზეზი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთან. ამას შედეგად მოჰყვა ფართომასშტაბიანი ბრაკონიერობა, ეკოსისტემების განადგურება (განსაკუთებით ტყიანი ეკოსისტემების), ველური ფლორითა და ფაუნით არალეგალური ვაჭრობა, ბიომრავალფეროვნების გამორჩეულ ადგილებში ინდუსტრიული პროექტების განხორციელება.

მწვანე ალტერნატივა ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას სამართლებრივი უზრუნველყოფით, დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოებით, დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებითა და თანამონაწილეობის ხელშეწყობით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად რეკომენდაციების მომზადების გზით.

JIXVIბიომრავალფეროვნების პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: სატყეო სექტორი, ველური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით ვაჭრობა, ბიოუსაფრთხოება, დაცული ტერიტორიებისა და ზურმუხტის ქსელის  განვითარების ხელშეწყობა.