მწვანე ალტერნატივა იწვევს შესაბამის ექსპერტს (ზოოლოგია, ბუნებრივი რესურსების გამოყენება) მოკლევადიანი საექსპორტო მომსახურების შესასრულებლად

ააიპ ,,მწვანე ალტერნატივა” იწვევს შესაბამის ექსპერტს (ზოოლოგია, ბუნებრივი რესურსების გამოყენება) მოკლევადიანი საექსპორტო მომსახურების შესასრულებლად, პროექტის „გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა „კოპერნიკუსის“ დახმარებით, პროექტის აკრონიმი – PONTOS“, პროექტის ნომერი – BSB-889 („Copernicus assisted environmental monitoring across the Black Sea Basin – PONTOS“, BSB-889) – PONTOS“.

პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება მასშტაბური და ჰარმონიზებული გარემოს მონიტორინგის საწარმოებლად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ევროკავშირის დედამიწაზე დაკვირვების პროგრამა – „კოპერნიკუსის“ საშუალებით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENI), საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) 2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის გაერთიანებული საოპერაციო პროგრამის ფარგლებში.  პროექტის ხანგრძლივობაა 30 თვე.

ექსპერტის მოვალეობები:

  1. მოამზადოს ინფორმაცია საპილოტე ტერიტორიის ფარგლებში სანაპირო ზოლის დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების – ინერტული მასალების მოპოვების შესახებ, რაც გულისხმობს:
  • ოფიციალურ დოკუმენტაციაზე / წყაროებზე დაყრდნობით წარმოადგინოს შეჯამებული ინფორმაცია  საპილოტე ტერიტორიაზე (მდინარე რიონი)  წიაღის მოპოვების ლიცენზიების (ინერტული მასალების – ქვა-ხრეში), ბუნებრივი რესურსების რაოდენობისა და მათი  ღირებულების შესახებ;
  • საპილოტე რეგიონში ვიზიტების შედეგად მოიპოვოს და წარმოადგინოს ფოტო-მასალა წიაღის მოპოვების ადგილებიდან საპილოტე რეგიონში, წიაღის მოპოვების პრაქტიკისა და მისი გარემოზე ზემოქმედების შესახებ;
  • მოამზადოს ვიზუალური მასალა (რუკა) წიაღის მოპოვების ადგილების შესახებ.
  • სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადოს საპილოტე ტერიტორიაზე (კოლხეთი) გავრცელებული ფრინველების ნუსხა, მათი კონსერვაციული სტატუსისა და ბიო-ეკოლოგიური თავისებურებების მითითებით (მიგრირებადი, მობუდარი, მოზამთრე და სხვ.).
  • განიხილოს საბოლოო ანგარიშები, რომლებშიც გამოყენებული იქნება მის მიერ წარმოდგენილი მასალები:  „საქართველოს სანაპირო ზონის დინამიკის შეფასება“ (პროქტის შედეგი D.T1.2.1 ), „ტყის საფარის ცვლილებების შეფასება და მათი ზეგავლენა გარემოზე“ (პროქტის შედეგი D.T1.2.2) და „PONTOS-ის შედეგებთან დაკავშირებული პოლიტიკის ნარკვევი“ (პროექტის შედეგი D.T1.2.7).  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, ან გარემოსდაცვით მეცნიერებებში;
  • არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ზოოლოგიის მიმართულებით;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებით;
  • სამუშაო გამოცდილება წიაღის მოპოვების  (ინერტული მასალების –  ქვა-ხრეშის მოპოვება-გადამუშავება) მიმართულებით კვლევების წარმოებაში;
  • საველე კვლევების წარმოების არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

საქმიანობის დამკვეთს შეუძლია დადოს ხელშეკრულება ექსპერტთან პირველადი ტენდერის შედეგების  საფუძველზე, მოლაპარაკების გარეშე.