ჯესი იანგი: საქართველოს ელექტროუსაფრთხოების ძიება

  • ჯესი დილან იანგი

„მწვანე ალტერნატივა” გთავაზობთ ამერიკელი მკვლევრის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გაძლიერებული საერთაშორისო კვლევების სკოლის წარმომადგენლის, ჯესი დილან იანგის კვლევას საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ, სადაც ის დღევანდელ მდგომარეობას, პრობლემებს და სამომავლო შესაძლებლობებს მიმოიხილავს. კვლევის ნახვა შეგიძლიათ ქართულად  და ინგლისურად.

ნაწყვეტი კვლევის ძირითადი შეჯამებიდან: 

„საქართველოს არ გააჩნია ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგები და სრულად დამოკიდებულია ჰიდროენერგეტიკაზე. თუმცა ელექტროენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ჰიდროენერგეტიკაზე ქვეყნის ჭარბი დამოკიდებულება ვერ უზრუნველყოფს ენერგიის გენერაციის მრავალფეროვნებას და/ან მდგრადობას. მთავრობის მიდგომა განპირობებულია იმით, რომ საქართველოს არ გააჩნია როგორც გრძელვადიანი ელექტროენერგეტიკული სტრატეგია, ისე – მისი შემუშავებისთვის საჭირო უნარები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მიკერძოებულია ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების სასარგებლოდ და სხვა განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების საწინააღმდეგოდ. დაბოლოს, მთავრობის გეგმა ენგურის კაშხლის გამოწვევების საპასუხოდ, უშედეგოა და საჭიროებს გადახედვას. გამომდინარე იქიდან, რომ დამატებითი, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ნავარაუდევზე უფრო ძვირი და რთული აღმოჩნდა, წინამდებარე დოკუმენტი (Memo) რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხ პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ენგურის სადგურის სტაბილიზაციას საქართველოს ენერგოქსელში, ელექტროენერგეტიკული ეკონომიკური გეგმარების ინსტიტუციონალიზაციას, განახლებადი ენერგიების (არაჰიდროენერგეტიკულის) ხელშეწყობას და ენერგიის დაზოგვის წახალისებას.”

განაგრძეთ კითხვა: ხმელთა მნათი, ჯესი იანგი