ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები

მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული კოალიციური პროექტის „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა” ფარგლებში მომზადდა სამი კვლევითი ანგარიში:

  1. „მადნეული კანონზე მაღლა“, სადაც განხილულია ბოლნისის რაიონში ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა;
  2. კვლევაში „ენერგო-პროექტები და კორუფცია საქართველოში“ განხილულია კომპანია „ფერი“-სა და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების საქმიანობა;
  3. კვლევაში „ნადირობა გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე“ აღწერილია საქართველოს მთავრობის მცდელობა, შემოეღო კომერციული ნადირობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე და ამ საკითხთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა.

სამწუხაროდ, ამ კვლევებში კიდევ ერთხელ და აშკარად წარმოჩინდა ელიტური კორუფციის სხვადასხვა მახასიათებელი; დავინახეთ სისტემური პრობლემები, რომლებიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიან საქართველოში ელიტური კორუფციის განვითარებისათვის. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ კვლევებში ერთიდაიგივე პიროვნებები ფიგურირებენ.

წინამდებარე ნაშრომში „ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები” განზოგადდა ზემოხსენებულ სამ კვლევაში წარმოჩენილი პრობლებები და მომზადდა რეკომენდაციები, როგორც  განხილულ სექტორებში გასატარებელი ღონისძიებების, ისე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.