დისკუსია, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები

დისკუსია, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები

2013 წლის 29 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა შეხვედრა, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოში „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის შესრულების მდგომარეობის შესახებ დისკუსიას. შეხვედრის მეორე ნაწილში კი, მწვანე ალტერნატივამ წარმოადგინა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, ევროკავშირის ჰორიზონტულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის კონვერგენციის გეგმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.

შეხვედრა ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.