მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და გრიგოლ გაგნიძე შქმერში მანგანუმის მოპოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მომჩივანი : გრიგოლ გაგნიძე, მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • მოპასუხე : ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
  • მესამე პირი : შპს ,,ტექნოლოჯი 2021’’, შპს ,,მნ ნორთი
  • მოსამართლე : ლიელა ფოლადიშვილი
  • საქმის ნომერი : №330310122005522455 (№3/1114-22)

დავის არსი :

2021 წლის 3 ივნისის სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში 153,1070ჰა ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვტილების საფუძველზე 2021 წლის 7 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ორი ლიცენზია გაიყიდა. ერთი „შპს „ტექნოლოჯი 2021“-მ, მეორე კი “შპს „მნ ნორთი“-მ შეიძინა.

ლიცენზიების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევით – დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე და  გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასებისა და მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების და/ან შემსუბუქებისათვის ღონისძიებების დაგეგმვის გარეშე.

სარჩელით, ასევე, მოთხოვნილი იყო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანების მოქმედების შეჩერება.

სასამართლომ 2022 წლის 25 თებერვალს სასამართლომ დასაშვებად სცნო სარჩელი და მიიღო წარმოებაში განსახილველად, თუმცა არ დააკმაყოფილა აქტების მოქმედების შეჩერების მოთხოვნა.

მასალები :