მწვანე ალტერნატივა ითხოვს ადმინისტრცაიული აქტის ბათილობას, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი :

მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; შ.პ.ს. „სპი კაპაგ პეტროფაგ ინტერნეიშენალი“;

მესამე პირი:  ს.ს. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანია; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანია;

2004 წლის 23 ივნისს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და   მოითხოვა:

1)  ბათილად იქნეს ცნობილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2003 წლის 24 დეკემბერს გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვა #0122;

2) სასამართლომ დაავალოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების სპეციალური სათავსებით დროებითი დასაწყობების და ნარჩენების დასაწვავ დანადგარ – „ინსინირატორი“-ს ფუნქციონირების პროექტთან“ დაკავშირებით საჯარო განხილვების მოწყობა და მასში საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;

„საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების სპეციალური სათავსებით დროებითი დასაწყობებისა და ნარჩენების დასაწვავ დანადგარ – „ინსინირატორი“-ს ფუნქციონირების პროექტი“ გულისხმობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის პროცესში მუშა-მოსამსახურეთა ბანაკებსა და სამშენებლო მოედნებზე წარმოქმნილი ნარჩენების განთავსებას სპეციალურ სათავსებში ქ. მარნეულის შესასვლელთან მდებარე მშენებელთა ბანაკის გვერდით გამოყოფილ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე და მის გადატანას შემდგომი გადამუშავების მიზნით გარდაბნის რაიონის სოფ. ჯანდარის მიმდებარედ განთავსებულ ნაგვის დასაწვად დანადგარ – ე.წ „ინსინატორში“.

გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრომ არ გაითვალისწინა კანონმდებლობით დადგენილი სამინისტროს მიერ საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის სავალდებულო მოთხოვნები. აღნიშნულით შეილახა ორგანიზაციის უფლებები გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით; „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადეობის მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებით;

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

დავის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარემ წარმოადგინა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება #55, რომლის თანახმად, გასაჩივრებული ბრძანება #0122 გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება #55

ამ გარემოების გათვალისწინებით,  მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელმა შეიტანა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა შეწყვეტილიყო საქმე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2003 წლის 24 დეკემბრის #0122 გარემოსდაცვითი ნებართვის ბათილობის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004 წლის 21 ოქტომბერს დაადგინა, რომ დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის  – ასოციაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელის შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო საქმე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2003 წლის 24 დეკემბრის #0122 გარემოსდაცვითი ნებართვის ბათილობის ნაწილში და ადმინისტრაციული საქმე #3/328 მოსარჩელე მწვანე ალტერნატივას გამო პირველი მოპასუხის საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მეორე მოპასუხის შ.პ.ს. „სპი კაპაგ პეტროფაგ ინტერნეშენალ ლიმიტედი“-ს, მესამე პირების ს.ს. „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაგზავნილიყო უფლებამოსილ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: მ. ბებიაშვილი, ტ. ზამბახიძე და ნ. ჭანიშვილი

2005 წლის 03 ოქტომბერს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და   მოითხოვა  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის ბრძანების #55 -ის იმ ნაწილის ბათილობა, რომლითაც საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების დროებითი დასაწყობებისა და „ინსინირატორის“ მეშვეობით შემდგომი დაწვის საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი ნებართვის აღება არ არის მიჩნეული სავალდებულოდ და რომლის მიხედვითაც, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა დაადგინა, რომ უნდა ეცნობოს „სპი კაპაგ პეტროფაგ ინტერნეიშენალ ლიმიტედს“, რომ იგი უფლებამოსილია, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების დროებითი დასაწყობებისა და „ინსინირატორის“ მეშვეობით შემდგომი დაწვის საქმიანობა განახორციელოს 2002 წლის 30 ნოემბერს ბაქო-თბილისი_ჯეიჰანის მილსადენის პროექტის თაობაზე გაცემული #0011 გარემოსდაცვითი ნებართვის საფუძველზე.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

2005 წლის 15 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც მიღებული იქნა წარმოებაში მოსარჩელის ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი პირველი მოპასუხის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მეორე მოპასუხის შპს „სპი კაპაგ პეტროფაგ ინტერნეიშენალის“, მესამე მოპასუხის ს.ს. „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ მიმართ და დაიწყო საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: ნ. ჭანიშვილი, ტ. ზამბახიძე და მ. ბებიაშვილი

2005 წლის 6 მაისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ კომპანიის წარმომადგენელმა აღძრა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის სტატუსით ჩაბმული ყოფილიყო „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია“. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და 2005 წლის 6 მაისს დაადგინა: ჩაბმული ყოფილიყო #3ა/186 ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მესამე პირის სტატუსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია“. 

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: ნ. ჭანიშვილი, ტ. ზამბახიძე და მ. ბებიაშვილი

2006 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შპს „სპი კაპაგ პეტროფაგ ინტერნეიშენალის“, ს.ს. „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ მიმართ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის #55-ე  ბრძანების ადმინისტრაციული აქტის ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლობის გამო. სასამართლოს განმარტებით სარჩელის დაკმაყოფილება დაუშვებელი იყო ნორმატიული სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება

მოსამართლე თ. შავერდაშვილი