მწვანე ალტერნატივა ითხოვს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილობას.

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი :

მოპასუხე მხარე:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საქართველოში რეგისტრირებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის – ფილიალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქართველო“;

მესამე პირები: ს.ს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“;

2003 წლის მაისში ასოციაცია „წვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და   მოითხოვა 2002 წლის 30 ნოემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვის # 0011 გაუქმება. ნებართვის გაცემის პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრომ არ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოქმედებები, რომლებიც აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობისათვის. ამით, შეილახა ორგანიზაციის უფლებები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით; „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადეობის მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით; საქართველოს კანონით „გარემოს დაცვის შესახებ“.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2002 წლის 30 ნოემბრის #0011 გარემოსდაცვითი ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება

მოსამართლეები: დ. თოდრაძე, ზ. მეიშვილი და ტ. ზამბახიძე

დავა უზენაეს სასამართლოში

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიების საქმეთა პალატაში.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2004 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ასოციაცია მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2004 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს განჩინება

მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ვაჩაძე და ნ. ქადაგიძე