მწვანე ალტერნატივა ჯორჯიან მანგანეზის ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის გადმოცემას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი : მწვანე ალტერნატივა
  • უწყება: სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო

დავის არსი:

2018 წლის 20 მარტს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა 2014-2018 წლებში შპს ჯორჯიან მანგანეზზე გაცემული ლიცენზიის პირობების შესრულების შესახებ სააგენტოში არსებული ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული მოთხოვნის პასუხად ორგანიზაციას ეცნობა, რომ “წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ საკითხი შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეათანხმა და რომ ინფორმაცია მწვანე ალტერნატივას კომპანიის პოზიციის  გათვალისწინებით გადაეცემოდა.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშს წარადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 დადგენილებით დამტკიცებული „წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო ანგარიში) წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მომზადებული ანგარიშისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად შევსებული სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01-ის წარდგენით.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან მანგანეზის მოთხოვნის საფუძველზე მწვანე ალტერნატივას გადაეცა მხოლოდ 2014-2017 წლების სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №1-01, სადაც შევსებული მონაცემების დიდი ნაწილი დაშტრიხულია.

2018 წლის 4 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში.

2018 წლის 20 ივნისს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის ზეპირი მოსმენა ჩატარდა.

მასალები :