მწვანე ალტერნატივა RMG GOLD-სათვის სამთო საქმიანობის განხორციელების მიზნით დადებითი დასკვნის გაცემის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

ადმინისტრაციული საჩივარი

  • მომჩივანი :

მოპასუხეები:  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს მთავრობა; სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი:  შპს RMG Gold

2014 წლის 13 მაისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 06 მარტის №05/09/221 დასკვნა; და

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 13 მარტის №01/01-1227 გადაწყვეტილება შპს RMG GOLD-სათვის სამთო საქმიანობის განხორციელების მიზნით დადებითი დასკვნის გაცემის შესახებ.

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის  6 მაისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული სარჩელი (დანართებითურთ)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსმართლე ნინო შარაძის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაგებელი

საქართველოს მთავრობის შესაგებელი

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი

სასამართლოს პირველი (მოსამზადებელი) სხდომა სარჩელის წარდგენიდან 7 თვის შემდეგ, 17 დეკემბერს ჩატარდა. 2015 წლის 17 აპრილს მეოთხედ დაგადედებულ მთავარ სხდომაზე მოსამართლე ნინო შარაძემ მიიღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მწვანე ალტერნატივას 2015 წლის 30 ივნისს გადაეცა, აღნიშნულია, რომ სარჩელის განხილვა დაუშვებლობის მოტივით შეწყდა.

საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

2015 წლის 17 ივლისს მწავნე ალტერნატივამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მოსამართლე მერაბ ლომიძე) 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.