მწვანე ალტერნატივა აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

დავა საქალაქო სასამართლოში

  • მოსარჩელე : მწვანე ალტერნატივა
  • მოპასუხე : გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • მესამე პირი : ,
  • მოსამართლე : მანუჩარ ცაცუა
  • საქმის ნომერი : N3/6912-20 (330310020004061034)

დავის არსი :

2020 წლის 24 მარტს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსახილველად წარუდგინა აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში და მოითხოვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.

წარდგენილი დოკუმენტაცია ნათლად აჩვენებდა, რომ დაგეგმილი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს; საქართველოს მიერ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ მიერთებით და „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებებს. ამასთანავე, წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა“ და  „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 6 მარტის #2-208 ბრძანებით დამტკიცებული დასკვნის სავალდებულო პირობებს.

მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 3 სექტემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ არაერთი მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენციის მოთხოვნების უხეში დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ.

მწვანე ალტერნატივა „ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 3 სექტემბრის N 2-785 ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს.

მასალები :